ბერლინში რიგით 68-ე კინოფესტივალის რჩეულები გამოავლინეს. ბერლინალეს მთავარი ჯილდო, ოქროს დათვის ქანდაკება წელს რუმინელი რეჟისორის, ადინა პინტი-ლიეს ფილმს ერგო. სურათი სახელწოდებით "არ შემეხო", რომელიც ადამიანის სექსუალურ პრობლემებზე მოგვითხრობს, ჟიურიმ საუკეთესო ფილმად აღიარა.
გრანპრი და ვერცხლის დათვის ქანდაკება ერგო პოლონელი რეჟისორის, მალგო-ჟატა შუმოვსკის ნამუშევარს "სახე". საუკეთესო რეჟისორად 6 კაციანმა ჟიურიმ უეს ანდერსონი დაასახელა, რომლის ანიმაციური ფილმითაც "ძაღლების კუნძული" გაიხსნა ბერლინის კინოფესტივალი.
მამაკაცებს შორის საუკეთესო მსახიობი ენტონი ბაიონი გახდა, ქალებს შორის კი ეს ტიტული ანა ბრუნმა მოიპოვა.