25 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
მილანის მოდის კვირეულმა რამდენიმე ახალ ჩვენებას უმასპინძლა

მილანის მოდის კვირეულმა რამდენიმე ახალ ჩვენებას უმასპინძლა. მოდის მიმდევრებს 2018-19 წლების შემოდგომა ზამთრის კოლექციები ჯორჯო არმანიმ და ვერსაჩეს მოდის სახლმა წარუდგინეს.

ჯორჯო არმანის ახალი კოსტიუმები, ტრადიციულად, ელეგანტურობით გამოირჩეოდა. იტალიელმა დიზაინერმა კოლექციაში ძირითადად ნაცრისფერი ქსოვილები გამოიყენა, ასევე დომინირებდა ბეწვის ქუდები და ფოჩიანი აქსესუარები. არმანისგან განსხვავებით, საკმაოდ ჭრელი იყო ვერსაჩეს მოდის სახლის ახალი კოლექცია.

დონატელა ვერსაჩემ არჩევანი პანკის სტილზე შეაჩერა და მოდელები კოლეჯის სტუდენტებს დაამსგავსა. კოსტიუმების უმეტესობა მკვეთრი ფერის კუბოკრული ქსოვილისგან იყო დამზადებული ან მსგავსი აქსესუარებით იყო გაფორმებული.

დღის ამბები