19 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
"რუსეთი ოკუპანტია"-აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოს შენობასთან 

რუსეთი ოკუპანტია - ამ სახელწოდებით, " პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, რუსეთის ყოფილი საელჩოსთან მშვიდობიანი აქცია გამართეს.

ახალგაზრდებმა, რუსეთის ყოფილი საელჩოს წინ პლაკატები და ტრანსფარანტები მიიტანეს და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ახალგაზრდებმა ხელისუფლების მხრიდან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.

მათი თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე განსახილველ თემებს შორის, საქართველოს მთავრობისთვის ოკუპაციის საკითხი უნდა გახდეს პრიორიტეტული.

მშვიდობიან აქციაზე, პლატფორმის წევრებმა, პატივი მიაგეს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში 1921 წლის 25 თებერვალს ტაბახმელაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას.

დღის ამბები