გადაუღებელმა წვიმამ შეერთებული შტატების ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად კენტუკის შტატი დააზარალა. გუბერნატორმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დატბორილია მაგისტრალები და საცხოვრებელი სახლები. წყლის დონის სწრაფი მატების გამო, სტიქიის ზონიდან ბოლო დღეების განმავლობაში ასობით ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. მეტეოროლოგების ცნობით, წვიმა რეგიონში დღესაც გაგრძელდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით საფრთხეს უქმნის.