20 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
"პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებები"-პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მარგველაშვილს კითხვები დაუსვეს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო ე.წ. "გირგვლიანის შესწორებებს," სოწრედ ამ სახელწოდებით იგეგმება საკანონმდებლო პაკეტის მომზადება, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნომრების გამკაცრებას, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას ეხება. 

ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ ამ შესწორებების მიღებამდე მოსამართლეების დანიშვნები უნდა შეჩერდეს.

„პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო სულ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებები. მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში მაგალითისთვის მოლაშვილის თემას გაგახსენებთ. აი ამ ვითარებაში გირგვლიანის შესწორებებით მე კიდევ ერთხელ მივმართე საქართველოს პარლამენტს, რომ ის რაც ვთქვით გავაკეთოთ. უკვე მერამდენედ რაღაცას ვაანონსებთ და არ ვაკეთებთ. 2012 წლის მერე რამდენჯერ დავაანონსეთ, რომ რაღაცა ნაბიჯები გადაიდგმეოდა. ჩემს ყველა საპარლამენტო გამოსვლაში ამას ვამბობ, რომ გასაკეთებელია. ეს აბსურდი არ შეიძლება გაგრძელდეს. ერთი თვის წინ დავაანონსეთ გირგვლიანის შესწორებები და არაფერი იმის მერე აღარ ხდება. იმ წუთსავე მხარი დავუჭირე და ვთქვი -ახლა მაინც-არაფერი და გირგვლიანის შესწორებებზე პასუხი იყო  იმ მოსამართლეების დამტკიცება, რომელიც ჩვენ ორი დღის წინ ვნახეთ. სანამ არ იქნება გირგვლიანის შესწორებები შესული ძალაში  როგორც კანონი, მათ შორის დაფუძნებული იმ პოლიტპატიმრების სიაზე და იმ ხალხზე, ვინც მიბმულია ამ სიასთან, მანამ გავაჩეროთ სამუდამოდ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა გორის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრამდე ოკუპაციის მუზეუმი გახსნა. სასწავლებლის შენობაში მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ამოქმედდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები