21 ნოემბერი 2019,   19:56
ვრცლად
მე მზად ვარ, დეტალურად გავიაროთ ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი - კახა კალაძე მრავალსართულიანი კორპუსის შესახებ საუბრობს

შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების კვეთაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს დღეს თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძე მშენებლობასთან დაკავშირებით, ვითარების შესწავლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

„მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო და შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო და მოთხოვნილია კანონმდებლობის მიხედვით, ამ კომპანიას აქვს ყველაფერი წარმოდგენილი და დანარჩენი, თუ რაიმე პრობლემაა, მე მზად ვარ, მერიის ყველა სამსახური მზად არის დეტალურად გავიაროთ ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თუ არსებული მდგომარეობა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები