19 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
ბოლივუდის ვარსკვლავი შრიდევი კაპური გულის შეტევით გარდაიცვალა

თაყვანისმცემლები ბოლივუდის ვარსკვლავს, შრიდევი კაპურს გლოვობენ. ცნობილი ინდოელი მსახიობი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი გულის შეტევა გახდა. შრიდევი დუბაიში დაიღუპა, სადაც მეუღლესთან და უმცროს ქალიშვილთან ერთად, ნათესავის ქორწილზე დასასწრებად იმყოფებოდა.

კარიერა მან 4 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ რეკორდული რაოდენობის, 300-მდე ფილმში გადაიღეს. ინდური კინოს ვარსკვლავის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვა ქვეყნის პრეზიდენტმა, შრიდევის თაყვანისმცემლები კი მუმბაიში, მის სახლთან ამ დრომდე იკრიბებიან. ინდოეთის ხელისუფლებამ მსახიობს 2013 წელს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოც გადასცა. 

დღის ამბები