24 აპრილი 2024,   03:20
ვრცლად
რუსთავში სავარაუდოდ ხელყუმბარა იპოვეს

რუსთავში, რუსთაველის გამზირის #26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ხელყუმბარა იპოვეს. სამართალდამცავ უწყებაში ზარი 2 საათის წინ შევიდა. ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად, იმყოფებოდნენ გამნაღმველებიც. შესაბამისი ღონისძიების გატარების შემდეგ, ნაპოვნი ნივთი ექსპერტიზაზე გადაიტანეს.

სამართალდამცავებმა ტერიოტრია უკვე დატოვეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დღის ამბები