19 ივნისი 2019,   00:07
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ - ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპორებული ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის საქმეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ - ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

twitter-ის საკუთარ გვერდზე ლინას ლინკევიჩუსი წერს:

"რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი-რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე. ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. მე ამ საკითხს ხვალ წამოვაყენებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე,“ - აცხადებს ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

დღის ამბები