20 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
ბერლინის რიგით 68-ე კინოფესტივალი დასრულებულია

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი დასრულებულია. ბერლინში რიგით 68-ე კინომარათონის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს ფავორიტი რუმინელი რეჟისორის ფილმი "არ შემეხო" გახდა.

სურათი სახელწოდებით "არ შემეხო" რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ოქროს დათვის ქანდაკების მისაღებად ის სცენაზე შემოქმედებით გუნდთან ერთად ავიდა.

ბერლინალეს ჟიურის აღიარება მოიპოვა ამერიკელმა უეს ანდერსონმაც. ანიმაციური ფილმისთვის "ძაღლების კუნძული" ის წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

ჟიურის გრანპრი წელს პოლონელ რეჟისორს მალგოჟატა შუმოვსკას ერგო.

რიგით 68-ე კინოფესტივალი, რომელზეც 400-მდე ფილმი უჩვენეს, ბერლინში 15 თებერვლიდან მიმდინარეობდა. მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად კი 19 სურათი იბრძოდა. რჩეულები წელს 6 კაციანმა ჟიურიმ გერმანელი რეჟისორის ტომ ტიკვერის ხელმძღვანელობით გამოავლინა.

დღის ამბები