20 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
ოლიმპიადის დახურვის ცერემონია - ჩრდილო კორეის დელეგაციის ხელმძღვანელი და ივანკა ტრამპი ერთ ლოჟაში

ჩრდილო კორეის დელეგაციის ხელმძღვანელი და დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზეც ერთ ლოჟაში ისხდნენ. ორ საათიანი საზეიმო შოუ პიონ-ჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე ცოტა ხნის წინ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დახურვის ცერემონიაზე რუსეთის გუნდი კვლავ სახელმწიფო დროშის გარეშე წარდგა. აკრძალვა მათ ახალი დოპინგ სკანდალის გამო არ მოუხსნეს. ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში 9 თებერვლიდან მიმდინარეობდა. რიგით 23-ე ოლიმპიადაზე მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ერთმანეთს 15 სახეობაში ეჯიბრებოდნენ. მომდევნო ზამთრის ოლიმპიური თამაშებს 2022 წელს პეკინი უმასპინძლებს.

დღის ამბები