16 სექტემბერი 2019,   19:21
ვრცლად
15 წლის გოგონას გატაცების და მკვლელობის საქმე-პატიმრის სკანდალური ზარი ციხიდან

სკანდალური ზარი ციხიდან-მსჯავრდებული კოტე ციხისთავი ამტკიცებს, რომ მან 16 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საქმის დეტალები იცის. P.S. თან საუბრისას ციხისთავი ამბობს, რომ ბავშვი, რომელიც დღემდე დაკარგულად ითვლება, მოკლულია.

2002 წლის 14 ივლისს დაბა წყნეთიდან, პოლიციის პოლკოვნიკის თამაზ გოგინაშვილის 15 წლის გოგონას გატაცებიდან მალევე ოჯახმა კრიმინალებს თანხაც გადაუხადა, თუმცა სპეცოპერაცია იმდენად არაპროფესიონალურად იყო დაგეგმილი, რომ ყაჩაღებმა თანხა წაიღეს, გატაცებული მოზარდი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ციხისთავი ასევე ამტკიცებს, რომ ინფორმაციას ფლობს კიდევ ერთი ქალის გარდაცვალებისა საქმეზე, რომელიც როგორც მოწმე ისე მოიშორეს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

კოტე ციხისთავის მტკიცებით მკვლელობა მაშინდელი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანთა დაკვეთით, ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილმა შოთა ჭიჭიაშვილმა ჩაიდინა. ის საუბარში ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ მოწმე ნაირა მარგოშვილი, სწორედ თამაზაშვილის და ბაკურაძის საუბარს შეესწრო.

„ნაირა მარგოშვილი თუ გახსოვს ნაირა მარგოშვილის მკვლელობა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეც არ არის აღძრული, ის უბრალოდ შეესწრო ბაკურაძე და თამაზაშვილი, რომ ჩამოდიოდნენ ჭიჭიაშვილთან ერთ-ერთ ლაპარაკს შეესწრო და იმიტომაც გააკოტრიალეს,”-აცხადებს ციხისთავი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები