24 აპრილი 2024,   21:57
ვრცლად
ღვიძლის ტრანსპლანტაცია და ორი გარდაცვლილი პაციენტი-კლინიკა "ლანცეტის" დამფუძნებელს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა

კლინიკა "ლანცეტის" ყოფილი დამფუძნებელს პროფესორ ფარმან ჯეირანლის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება 2016 წლის მარტში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფო "ლანცეტში" კარლო კეკელიძისა და გიორგი ჩუბინიძის გარდაცვალებას. 

ტრანსპლანტაციის ყოველ ოპერაციას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო ნებართვა სჭირდება.

მაგრამ თუ მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, ასეთი შემთხვევებისას კლინიკებს ეძლევათ ოპერაციის ჩატარების უფლება და სამინისტრო ნებართვის საკითხს უკვე მოგვიანებით განიხილავს. სწორედ ამ ვითარებაში ჩაატარა კლინიკა "ლანცეტმა" ღვიძლის გადანერგვის ორივე  ოპერაცია, თუმცა ორივე ფატალურად დასრულდა.

ხელშეკრულებას, რომლის ბათილად ცნობასაც დაღუპულთა ადვოკატი ითხოვს, ხელს ლანცეტის იურისტი აწერს. მაგრამ გამოძიება მაინც ამტკიცებს, რომ 40 ათასდოლარიანი ვალის აღება ჩუბინიძეს ჯეირანლიმ აიძულა. სასამართლოზე ოჯახებმა სწორედ მფლობელს დაადეს ხელი და აღნიშნეს, რომ სწორედ ჯეირანლი გვიმტკიცებდა, რომ გადადება არ შეიძლება და რომ ოპერაციას საუკეთესო თურქი ექიმები ჩაატარებდნენ.

თავად მსჯავრდებული მის პატიმრობას ქართველ და აზერბაიჯანელ ძალოვნებს შორის გარიგებას უკავშირებს და მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

2017 წლის მაისის დასაწყისში აზერბაიჯანულმა სამთავრობო პრესამ "ლანცეტის" მფლობელი ალიევის ოპოზიციის დაფინანსებაში დაადანაშაულა. თბილისს შეკედლებულ ჯგუფს კიდევ რამდენიმე ადამიანს მიაწერდნენ: ჟურნალისტ აფგან მუხთარლის. მალე სახალხო ფრონტის ლიდერი გეზალ ბაირამლიც საქართველოს საზღვარზე დააკავეს და გაასამართლეს. ორი კვირის თავზე კი თბილისში, სულ სხვა ბრალდებით, თავად ჯეირანლიც დააპატიმრეს.  

 

 

 

დღის ამბები