19 ივნისი 2019,   00:06
ვრცლად
"მხოლოდ ქართული" - მეგა-შოუ 26 და 27 თებერვალს ახალბედა შემსრულებლებს კახეთში დაელოდება

"მხოლოდ ქართული" - ახალი მუსიკალური მეგა-შოუ „რუსთავი 2“-ზე. პროექტმა მონაწილეების ძებნა გორიდან დაიწყო. მარტის შუა რიცხვებამდე, ჟიურის წევრები საქართველოს რეგიონებში თითქმის ყველა დიდ ქალაქს მოივლიან და საბოლოოდ, 10 კონკურსანტს შეარჩევენ.

რეჟისორი ნიკა ლომიძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ "მხოლოდ ქართული" მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო პროექტი იქნება.

ჟიურის წევრები ამბობენ, რომ ახალი პროექტი შემსრულებლებსა და მსმენელებს ქართულ სიმღერებთან დააბრუნებს.

საუკეთესო ათეულის ძებნას პროექტის ავტორები მარტის შუა რიცხვებამდე გააგრძელებენ, ხვალ და ზეგ კი კასტინგზე კახელ მომღერლებს ელიან.

ავტორი: თაკო მესხი.

დღის ამბები