ძლიერ აფეთქებას ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში მსხვერპლი მოჰყვა. მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 4 დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
აფეთქების შემდეგ შენობა, რომლის პირველ სართულზეც მაღაზია, მთლიანად ჩამოინგრა. გამოძიება ჯერჯერობით ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.