20 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
კომპანია „სვეტის“ მენაშენეებმა მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების განახლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეები მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების განახლებას და კუთვნილი ბინების დროულად ჩაბარებას ითხოვენ. საპროტესტო აქციას მენაშენეები თბილისის მერიასთან მართავენ. დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მირცხულავას ქუჩაზე კომპანია „სვეტის“ ერთ-ერთი მშენებლობა ცოტა ხნის წინ შეაჩერა, რადგან აღმოჩნდა, რომ ობიექტი შესაბამისი ნებართვის გარეშე, უკანონოდ შენდებოდა.

საპროტესტო აქცია მენაშენეებმა მანამდე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ოფისთანაც გამართეს, თუმცა სადაზღვევოში აცხადებენ, რომ მათთან მხოლოდ „სვეტის“ ფინანსური რისკია დაზღვეული და არა მშენებლობის დასრულება.

დღის ამბები