20 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
მე მიჩნდება ეჭვი, რომ რეზოლუცია, იქნება ისევ ფარატინა დოკუმენტი - სამადაშვილი უმრავლესობის ინიციატივაზე საუბრობს

„მე მიჩნდება ეჭვი, რომ რეზოლუცია, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, იქნება ისევ ფარატინა დოკუმენტი,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი უმრავლესობის ინიციატივას. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა გულისხმობს, რომ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია უნდა მიიღოს.

„საქართველოს პარლამენტში, არა ერთი პოლიტიკოსი იზიარებს რუსეთის შეხედულებას, რომ საქართველოს ბრალია ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანაში, გასული წლების მანძილზე მოხდა. დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენს ძალიან კონსტრუქციულ პოზიციას, რომ მხარს დავუჭერთ ყველანაირ მცდელობას, განმტკიცდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები, სწორედ ისევ ბრალდებებით უპასუხა ქართული მხარის, ქართული სახელმწიფოს ბრალდებებით უპასუხა მმართველმა უმრავლესობამ. ამიტომ რა თქმა უნდა, მე მიჩნდება ეჭვი, რომ რეზოლუცია, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, იქნება ისევ ფარატინა დოკუმენტი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი კიდევ ორ მეგობართან ერთად რამდენიმე დღის წინ ახალგორში დააკავეს. ინციდენტიდან მალევე ცხინვალის, რუსულმა რეჟიმმა გაავრცელა განცხადება, რომ არჩილ ტატუნაშვილი წაიქცა და გარდაიცვალა. თუმცა, მალევე გაჩნდა ახალი ვერსია, რომ თითქოს 35 წლის მამაკაცს გული გაუსკდა.

დღის ამბები