24 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
ანონიმური წერილი ოკუპირებული ცხინვალიდან - წყარო ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის მეგობარმა მოკლა

ანონიმური წერილი ოკუპირებული ცხინვალიდან - "კურიერს" ოკუპირებული რეგიონებიდან შეატყობინეს, რომ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის ახლო მეგობრის და ოკუპირებული ახალგორის მმართველი ფილიპ ხაჩიროვის ნათესავის მოკლულია.

ის, რომ ფილიპ ხაჩიროვი დაინტერესებულია ოკუპირებული რეგიონიდან ქართველების გამოდევნით, ამაზე მედია რამდენიმე წლის წინ წერდა. ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა ხაჩიროვი ახალგორში სპეციალურად დანიშნა, რათა ეთნიკური ქართველების სახლები აღეწერა და იქ ოსი ეროვნების მოსახლეობა ჩაესახლებინა. ტატუნაშვილის სიკვდილში ხაჩიროვის უშუალო მონაწილეობაზე საუბრობენ მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრებიც. ისინი ამბობენ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მათ ახალგორიდან მიიღეს. 

რაც შეეხება ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულის ახლობლებმა დღეს მცხეთა-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და გარდაცვლილის გადმოსვენება მოითხოვეს.

დღის ბოლოს ტატუნაშვილის ოჯახმა, კიდევ ერთ გზა გადაკეტა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მაგისტრალზე მიმოსვლის პარალიზების შემდეგ საპატრულო პოლიციამ მანქანების გუდაურისკენ გატარების ალტერნატიული გზა მოძებნა.

პროტესტის რადიკალურ ფორმებს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ცნობილი გახდა საოკუპაციო რეჟიმმა ცხედრის გადმოსვენების პროცესი კიდევ რამდენიმე დღით გადადო.

დღეს ქართული მხარის ინიციატივით ინციდენტების პრევენციის ფორმატის საგანგებო შეხვედრაზე ერგნეთში გაიმართა, თუმცა შედეგის გარეშე დასრულდა.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებები არაეფექტურად წარმართა, რის გამოც ცხედრის გადმოსვენება ვერ მოხერხდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხედარს ქართულ მხარეს მას შემდეგ გადასცემენ, როდესაც მას ექსპერტიზას რუსი ექსპერტები ჩაუტარებენ. 

დღის ამბები