25 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
აზიური მავნებელი - ოპოზიცია ხელისუფლებას ფაროსანასთან ბრძოლის კონკრეტული გეგმის არარსებობის გამო აკრიტიკებს

აზიური მავნებელი ფაროსანა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება. საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას, ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ კონკრეტული გეგმის არარსებობის გამო აკრიტიკებს. „ევროპულმა საქართველომ“ ხელისუფლებას პრობლემის მასშტაბურობის გამო საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოსთხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი მთავრობას მოუწოდეს, მოხალისეთა ჯგუფები შექმნას.

მთავრობის ცალკეული წევრების მუშაობით რომ უმრავლესობის ნაწილი, მათ შორის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უკმაყოფილოა, ეს მმართველი პარტიის წევრებს დღეს სხდომაზე არ დაუმალავთ. დეპუტატებმა ინფრასტრუქტურის მინისტრი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ზურაბ ალავიძე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამთავრობო კომისიის სხდომებს ან არ ესწრება, ან ნაადრევად ტოვებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა უმცირესობის მოთხოვნას, რომ საგანგებო მდგომარეობა შემოიღონ, პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის განმავლობაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები