19 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
უბინაოდ დარჩენილი 1000 ოჯახი - კომპანია "სვეტის" მენაშენეები მირცხულავას ქუჩაზე ბინების დროულად ჩაბარებას ითხოვენ.

უბინაოდ დარჩენილი 1000 ოჯახი - დეველოპერული კომპანია "სვეტის" მენაშენეები მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების განახლებას და კუთვნილი ბინების დროულად ჩაბარებას ითხოვენ.

მირცხულავას ქუჩაზე საცხოვრებელ კომპლექსში ექვსი 12-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო. ბინები მესაკუთრეებს კი დეკემბერში უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა დღეისთვის აქ მხოლოდ სამი კორპუსის 2-2 სართულია აშენებული.

დაზარალებულებმა საპროტესტო აქციები სადაზღვეო კომპანია ”ალდაგთანაც” გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიასთან ერთად მშენებლობაზე პასუხისმგებლობა ”კომპანია ”ალდაგსაც” ეკისრება, რადგან მშენებლობას სწორედ ეს კომპანია აზღვევდა. მენაშენეთა პრეტენზიებს დღეს სადაზღვეო კომპანიაში უპასუხეს. "ალდაგში" აცხადებენ რომ სვეტს თავად მართებს ალდაგის 3 თვიანი დავალიანება. რამდენიმე დღის წინ კი, კომპანიამ სვეტთან სადაზღვეო კონტრაქტიც გაწყვიტა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები