21 სექტემბერი 2019,   05:32
ვრცლად
ევროპაში გაუსაძლის ყინვებს მსხვერპლი მოჰყვა

ევროპაში გაუსაძლის ყინვებს მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 15 აღწევს, აქედან 3 ადამიანი - ლიტვაში დაიღუპა, ამდენივე სლოვაკეთში, 4 პოლონეთში და სამი საფრანგეთში.

ციმბირის ციკლონის გამო საფრანგეთის 68 ოლქში განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული, მათ შორის ლაჟვარდოვან სანაპიროზეც, სადაც რეკორდული თოვლი მოვიდა. დიდთოვლობა და ყინვებია ესპანეთსა და იტალიაში. რომში და ნეაპოლში უკვე მეორე დღეა არ მუშაობს სკოლები და საბავშვო ბაღები. შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია აეროპორტების ნაწილი. სარკინიგზო და ავიამიმოსვლა შეფერხებულია დიდ ბრიტანეთშიც. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში რეკორდული თოვლი და ანომალური ყინვებია მოსალოდნელი. ამინდის გაუარესების გამო, ქვეყანაში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

დღის ამბები