19 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება

ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ტერიტორია დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო პროექტში სპეციალისტები, ”ტფილისის ჰამქარი” და ”იკომოსი საქართველო” იყო ჩართული. კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაცია მხოლოდ ამ პროექტით არ დასრულდება.

„ჩართული იყო ამ პროექტის შედგენაში სხვადასხვა ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, იკომოსი იყო ჩართული, ჰამქარი იყო ჩართული და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები