25 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს როგორ შედის შეიარაღებული მამაკაცი ბანკის დასაყაჩაღებლად-თავდასხმა ლიბერთი ბანკის ფილიალზე

გლდანში, ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა შეიარაღებული პირი ჩანს, რომელიც ბანკში 41 წამი განმავლობაში რჩება. მას სახეს პირბადე უფარავს. ამავე კადრებიდან ირკვევა, რომ ბანკში ყაჩაღობის დროს 5 ადამიანი რიგში დგას. ერთ-ერთი მათგანი კი გაფრთხილების მიუხედავად გაქცევას ახერხებს. პარალელურად კი მომსახურე პერსონალი შეიარაღებულ პირს სალაროდან თანხას აწვდის, რომელსაც თავდამსხმელი ლურჯი ფერის ჩანთაში ათავსებს და ტერიტორიას ტოვებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებმა და თვითმხილველებმა ჩვენება სამართალდამცავებს უკვე მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხა ის ადამიანებიც ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მუშაობენ. პოლიციას აინტერესებდა ხომ არ შეუძენია თავდამსხმელს ლურჯი ცელოფნის პარკი, რომელიმე ახლოს მდებარე მაღაზიაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები