21 სექტემბერი 2019,   05:34
ვრცლად
ახალი დეტალები ტატუნაშვილის საქმეში - ქართველი სამხედროს დაკავებაში აქტიურად მონაწილეობდა დათო გურტიევი

ხელისუფლებისთვის მიცემული დრო იწურება - მეოთხე დღეა ტატუნაშვილები შვილს გლოვობენ და ცხედარს ელოდებიან.

„კურიერისთვის“ ტატუნაშვილის გატაცებისა და მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოკუპირებული ახალგორიდან „კურიერს“ სანდო წყარომ კიდევ ერთი გვარი აცნობა, ვინც ქართველი სამხედროს საქმეში ფიგურირებს.

წყაროს ინფორმაციით, ტატუნაშვილის დაკავებაში აქტიურად მონაწილეობდა დათო გურტიევი, სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც ახლა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ძალოვნებში მაღალი თანამდებობა უკავია.

ასევე წყაროს ცნობით, გურტიევი ერთ-ერთია, ვისაც დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისგან ქართველებზე ინფორმაციის მოგროვება და მათი დევნა აქვს დავალებული.

ტატუნაშვილები ხელისუფლების პასუხს ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრთან წუხანდელი შეხვედრის შემდეგ ოჯახს ხელისუფლებისთვის ვადა ხვალამდე აქვს მიცემული.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში გადმოსვენებაზე აქტიურად მუშაობენ.

იმ შემთხვევაში თუ ხვალ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების თაობაზე ოჯახს კონკრეტული პასუხი არ ექნება, არ არის გამორიცხული, მათ ისევ ქუჩის პროტესტს მიმართონ.

დღის ამბები