21 სექტემბერი 2019,   05:28
ვრცლად
"არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია საკონტროლო გასროლით" - დავით ქაცარავა

„არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს ცხინვალის იზოლატორში“-ამის შესახებ განცხადება ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ გააკეთა. გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას ქაცარავამ დაასახელა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელიც. მან თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლა ლუდვიკ ხაჩიროვმა. დამკვეთები კი იყვნენ ფილიპ ხაჩიროვი და ალექსანდრე ჯიეოვი.

რაც შეეხება ექსპერტიზას, დავით ქაცარავა ვარაუდობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზას რუსეთი მაქსიმალურად გაახანგძლივებს დროში, რადგან ის არის საკონტროლო გასროლით მოკლული.

„რუსები გააჯანჯლებენ მაქსიმალურად რადგან არჩილ ტატუნაშვილის არის სასტიკად ნაწამები. ასევე არის ერთ-ერთ წყაროდან მოსული ინფორმაცია, რომ ის არის მოკლული საკონტროლო გასროლით,“-განაცხადა ქაცარავამ.

დავით ქაცარავას შეფასებით ის რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა, ეს  არის ფსიქოლოგიური ტერირო.

„ეს არის მცდელობა ჩვენს სახელმწიფოზე რომ დაგვაჩმორონ,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

მისივე ინფორმაციით თუ 48 საათიანი ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ გადამოასვენებენ, მაშინ ოჯახი და ახლობლები ნატახტარის გზას კვლავ გადაკეტავენ და რუსული ნომრებით მოძრავ ავტომანქანებს გადაადგილების უფლებას არ მისცემენ. 

დღის ამბები