20 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
სულხან სალაძე არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის ოჯახის თანხმობის შემთხვევაში, მისი მკვლელობის საქმე სტრასბურგში გააგზავნონ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,  სულხან სალაძე გიგა ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე „არჩევანის“ ეთერში საუბრობს.  

„ორი მნიშვნელოვანი ნაწილი, ერთი, ეს არის სიცოცხლის უფლების დარღვევა, მეორე მუხლი და მეორე, ეს არის სამართლებრივი ქმედითი საშუალებების არარსებობა ამ საქმეში. ის, რომ დეფაქტო ხელისუფლებამ კანჯი ოღლისთან დაკავშირებით თქვა, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო ის არ აგებდა პასუხს, ეს არის, იმაზე კიდევ უფრო უარესი, რაც ოთხოზორიას შემთხვევაში მოხდა,“ - განაცხადა სალაძემ.

სულხან სალაძე იმედოვნებს, რომ ოთხოზორიას საქმე სტრასბურგში წარმატებით დასრულდება.

სალაძის თქმით, სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სულხან სალაძის თქმით, თუ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი თანახმა იქნება, მათი საქმეც სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნება.

„სამწუხაროდ, მე არ მაქვს განცდა იმის, რომ ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო დონეზე ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილია ეს პრობლემები, რომლებიც გვაქვს თუნდაც დღეს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები