20 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
შოთა უტიაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში ადმიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ფოკუსირება არ ხდება

„მე რომ ვთქვა რამე მცდელობას აკლებს ეს ხალხი არ ვიქნები მართალი. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? შეზღუდულია ძალიან რესურსებში,“-ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების ნაბიჯებს. ის ამბობს, რომ ერგნეთის და გალის მოლაპარაკებებში თავად 4 წელი იღებდა მონაწილეობას და იმის თქმა რომ ის რომ ყოფილიყო ახლა უფრო მეტს გააკეთებდა არასწორია. 

შოთა უტიაშვილის  განცხადებით  პრობლემაა ის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადმიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ფოკუსირება არ ხდება საკმარისად.

შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ  სასურველია შემუშავდეს მაგნიცკის მსგავსი სია, სადაც შევლენ ის ადამიანები,ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადიან დანაშაულებებს ეთნიკური ქართველების მიმართ.  უტიაშვილის თქმით თუ კი ეს ადამიანები დაექვემდებარებიან საერთაშორისო სანქციებს,  უფრო მეტად იქნება დაცული ადამიანების უფლებები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები