21 სექტემბერი 2019,   05:27
ვრცლად
"არ იქნება გამართლებული, რომ ვთქვათ, რომ ვინმემ რამე ძალისხმევა დააკლო"-ფიქრია ჩიხრაძე არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება  

ხელისუფლების ნაბიჯებს არჩილ ტატუნაშვილი საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი ეხმაურება. ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ შესაძლოა დღეს ემოციურ ფონზე საზოგადოებაში არის განცდა, რომ რაღაც არ კეთდება, თუმცა ეს ასე არ არის.

"არ იქნება გამართლებული, რომ ვთქვათ, რომ ვინმემ რამე ძალისხმევა დააკლო. ყველას გვესმის რა რთულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა ადამიანი,“-განაცადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით მას არ აქვს იმედი, რომ ცხედარს ქართულ მხარეს გადმოსცემენ რადგან ოკუპირებულმა ცხინვალმა თავიდანვე დაუშვა შეცდომები სხვადასხვა ვერსიების გავრცელებით და მას ცხედრის გადმოცემით ამ სამხილის სამართლებრივ ფორმად ქცევა არ უნდა.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით არჩილ ტატუნაშვილის სახელი უნდა გახდეს უსერიოზულესი სამხილი საბრალდებო დასკვნისთვის საოკუპაციო რეჟიმისთვის.

პრეზიდენტის მრჩეველი მოუწოდებს ყველას, რომ ასეთ მძიმე წუთებში ყველა იყოს ერთად მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები