21 სექტემბერი 2019,   05:36
ვრცლად
განგაშის ზარებს უნდა რეკავდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები - თამარ კორძაია ტატუნაშვილის საქმეზე საუბრობს

„აქამდე გარკვეული ტიპის ქმედითი ღონისძიებები, რომ გაეტარებინა ხელისუფლებას, შესაძლოა, აქციები არ გაემართათ იქაურ მცხოვრებლებს,“ - ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ მდივანმა, თამარ კორძაიამ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

თამარ კორძაიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი გუშინ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახისთვის იმის განმარტება სცადა, რომ ულტიმატუმით საუბარს ოკუპირებულ ცხინვალთან აზრი არ აქვს.

თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ მხოლოდ გზის გადაკეტვის შემდეგ ჩავიდნენ ოფიციალური პირები ოჯახთან.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ძალას, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ისინი არიან უსუსურები თავიანთ კომენტარებში, თავიანთ რეაქციებში,“ - განაცხადა კორძაიამ.

კორძაიას თქმით, ამ ეტაპზე გამოსავალი იქნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა და მათი გააქტიურება, ასევე, ოპოზიციის წინადადებების გაზიარება.

"განგაშის ზარებს უნდა რეკავდნენ ახლა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენ ამაზე არავინ არ გველაპარაკება. ამიტომაც არის იმედგაცრუებული ის დაზარალებული ოჯახი, ამიტომაც არის ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ნათელ მომავალს, არაფერს არ გვეუბნება ქმედით ხელისუფლება," - განაცხადა კორძაიამ.

დღის ამბები