19 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
„უპატრონო ქვეყანაა და ძაღლები ყმუიან“ – მოვაჭრეები დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ 

დამწვარი სავაჭრო ცენტრის „თერგის“ ტერიტორიაზე შესვლას მოვაჭრეები ამ დრომდე ელოდებიან. შენობაში, სადაც მათი პროდუქციაა შენახული, ცენტრის თანამშრომლები დაპირების მიხედვით დღეს უნდა შესულიყვნენ, თუმცა დღეს დილით მათ დაცვის სამსახურმა გზა გადაუკეტა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

„უპატრონო ქვეყანაა და ძაღლები ყმუიან“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

მოვაჭრეები შენობის ადმინისტრაციასთან შეხვედრასაც მოითხოვენ. ხანძრით დაზარალებულებთან კომპანიის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე იაშვილი მივიდა და შესაძლო ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაციის წერილობით მიწოდება შესთავაზა.

„გარკვეული ნაწილი არის გადარჩენილი და ჩვენ მზად ვართ, რომ შევუშვათ ის მოვაჭრეები, რომელთაც მიეცემათ საშუალება, რომ გამოიტანონ ის პროდუქცია,“- განაცხადა იაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები