25 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
"დღეიდან უკვე შევწყვიტეთ მუშაობა... ქალაქი პარალიზდება"-ხმაური ბორჯომის საკრებულოში 

ხმაური ბორჯომის საკრებულოში- მერიის თანამშრომლები ხელფასების გაცემას ითხოვენ. დღეს საკრებულოს ბორჯომის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა კენჭისყრა ოპოზიციამ ჩააგდო. რასაც ხელჩართული ჩხუბი და ხმაური მოჰყვა.

მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ უკვე რამდენიმე თვეა ხელფასი არ მიუღიათ. ისინი ქალაქის პარალიზებით იმუქრებიან და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას არ აპირებენ.

„უკვე ორი თვეა ჩვენ ასეთ დღეში ვართ და ველოდებით ხელფასების დამტკიცებას. ყველანაირად ეცადა, რომ აი ამ მდგომარეობამდე მოვსულიყავით.  გამოვეყვანეთ მდგომარეობიდან. ჩვენ დღეიდან უკვე შევწყვიტეთ მუშაობა. ქალაქი პარალიზდება ამით ჩვენ როცა არ ვიმუშავებთ,“-განაცხადა მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე კი განმარტავს, რომ სახელფასო ნუსხას რომელიც გადმოაგზავნა მერიამ მხარს არ დაუჭერს საკრებულო, რადგან საქალაქო სამსახურის უფროსებსა და მერზე სახელფასო მატება საკმაოდ დიდია.

„პრობლემა გვაქვს იმაში, რომ სამსახურის უფროსებს რომლებსაც  ჰქონდათ 1550 ლარი  ვეუბნებით რომ ერთ რანგით მოიმატეთ და ეს არის 150 ლარი, დაგეთანხმებით. და მერს ვეუბნებით , ნუ გაიზრდის ხელფასს 900 ლარით, გაიზარდე 300 ლარით. აი ეს არის უთანხმოება რაზეც ვერ ვთანხმდებით. პრეტენზია თუ აქვთ მიმართონ მერს,“ -განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის დასრულებას მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას მერიის თანამშრომლებსა და ადგილზე მისულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას შორის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები