20 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
„შევაკვდები... ნახევარი ბორჯომი შიმშილის პირასაა და ესენი ითხოვენ ხელფასები გაგვიორმაგეთო"-ნიკა მელია

ნიკა მელია ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, ბორჯომის მერის და საქალაქო სამსახურის უფროსების მოთხოვნას აპროტესტებს. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, იმ ფონზე როდესაც ნახევარი ბორჯომი შიმშილობს, მერია და მისმა თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ, რასაც ის არ დაუშვებს.

„შევაკვდები, ან უნდა თვალი დავხუჭოთ და ნაცარი შევიყაროთ თვალებში და ვთქვათ, რომ რაც უნდა აკეთოს "ქართულმა ოცნებამ" ან ყველანი ერთად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავდგეთ და ამ უმსგავსობას გავცეთ პასუხი. ნახევარი ბორჯომი შიმშილის პირას არის და ესენი ითხოვენ ხელფასები გაგვიორმაგეთო. საკრებულოს უმრავლესობა ამაზე არ მიდის და კარები აუჭედეს,“-აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გამოჩენას ბორჯომის მერიაში ხმაური მოჰყვა. მას შენობის დატოვება მერიის თანამშრომლებმა მოსთხოვეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

ასევე, ხმაურით მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ბორჯომის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა უნდა დაემტკიცებინათ თუმცა ოპოზიციამ საკითხი ჩააგდო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები