04 აპრილი 2020,   03:22
ვრცლად
ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩები წეროვანში დევნილებს შეხვდნენ

ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩები წეროვანში იმყოფებოდნენ, მათ წეროვანის საჯარო სკოლაში იძულებით გადაადგილებულ მოზარდებს ევროკავშირის შესაძლებლობები გააცნეს.

20-ზე მეტმა ახალგაზრდამ დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ უფროსკლასელებს, დეტალურად აუხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების ხელმისაწვდომობა.

,,წეროვანში ვართ იმისთვის, რომ ახალგაზრდებთან ერთად ვმუშაობთ ევროკავშირის საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ახალგაზრდა ქართველებს, როგორიც ეს სტუდენტები არიან წეროვანში. ერთ დღესაც ისინი წავლენ უნივერსიტეტებში და შეეძლებათ ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ახალგაზრდებთან. ვფიქრობ, რომ ქართველი თინეიჯერები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებული ევროკავშირის შესახებ, არიან მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა დაეხმარება მათ, დაიჯერონ, რომ მათაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით,"- განაცხადა "ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის" კოორდინატორი ენტონი ადამსმა.

„ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ახალგაზრდობის ქსელი უკვე ორი წელია  „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ პროექტის ფარგლებში მუშაობს.

დღის ამბები