16 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
ჩხუბი სუპერთასის შემდეგ - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხა

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა საბურთალოს პოლიციაში ჩვენება მისცა. პოლიციიდან გამოსულმა კახა ჭუმბურიძემ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გამომძიებლებს კითხვები 24 თებერვალს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰქონდათ.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს შორის ჩხუბი სტადიონზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში „ჩიხურა“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ 2:1 დამარცხდა. ბერდია შუკაკიძე მსაჯის გამო გაბრაზდა და უკმაყოფილება ფედერაციის პრეზიდენტთან გამოთქვა, რასაც ვიცე-პრეზიდენტის რეაქცია მოყვა.

დღეს საჩხერის "ჩიხურას" დირექტორი ცემის ფაქტს "კურიერთან" საუბრისას უარყოფს.

ჩხუბი სახალხოდ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს არა ერთი თვითმხილველი ჰყავდა, ფედერაციის სადისციპლინო დავების კომიტეტისთვის არავის მიუმართავს, მათ შორის არც შეხვედრის კომისარს და გუნდების ოფიციალურ წარმომადგენლებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. 

დღის ამბები