23 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
"ეს ხელისუფლება, არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია" - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ბორჯომის საკრებულოს შენობაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას აკეთებენ. ოპოზიციის წევრები, ბორჯომის მერის და საქალაქო სამსახურის უფროსების მოთხოვნას აპროტესტებენ, რომელიც მათი მხრიდან ხელფასების მატების მოთხოვნას უკავშირდება.

„ის რაც დღეს, ჯერ კიდევ ხდება და არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება, რამდენი საათი გაგრძელდება ბორჯომის საკრებულოში, უკვე ალბათ "ქართული ოცნების" ნებისმიერი მხარდამჭერისთვისაც უნდა იყოს ნათლად გასაგები, რომ ეს ხელისუფლება, არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია. რა მოხდა დღეს, ძალიან მოკლედ მინდა ავხსნა. დღის 12 საათიდან, "ქართული ოცნების" 700-მდე აქტივისტს, მათ შორის ზონდერებს, ჰყავთ გამომწყვდეული დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებსაც აქვთ საკრებულოში უმრავლესობა. უკვე 9 საათის განმავლობაში ისინი არიან გამოკეტილნი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია, მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან ხელფასების მოთხოვნას აკრიტიკებს.

„ეს მაშინ როდესაც მთელი საქართველო არის შიმშილის პირას, ეს მაშინ როდესაც ყოველი მეექვსე მოქალაქე ქვეყანაში იკვებება ვალით და ყოველი მეხუთე ბავშვი ქვეყანაში შიმშილობს,“ - აღნიშნა მელიამ.

დღის ამბები