24 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე - მმართველმა გუნდმა რეზოლუცია დაარეგისტრირა 

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ითხოვენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დასაცავად სპეციალური წარმომადგენლების დაშვება იქნება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

,,ვინაიდან მოხდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დავარეგისტრირეთ რეზოლუცია, სადაც ვითხოვთ პირველ რიგში,  დაუყოვნებლივ გადმოეცეს ოჯახს ცხედარი. ასევე ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ამ საკითხზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და რაც მთავარია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება.

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის დღის წესრიგის საკითხი ამიტომ, ბუნებრივია ამ მოთხოვნებს აქვს საყოველთაო მხარდაჭერა“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

რეზოლუციის წარმოდგენას ,,ქართული ოცნება" ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გეგმავს და პირველივე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

დღის ამბები