25 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
რადას შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული

კიევში, რადას შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული. სამართალდამცველებს კარვების ქალაქი რამდენიმე მხრიდან ალყაში აქვთ მოქცეული.

მომიტინგეები ვარაუდობენ, რომ ძალოვანები კარვების ქალაქის დაშლას აპირებენ და შეტევა, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს დაიწყონ.

აქციის მონაწილეების თქმით, ასეთი მობილიზება საკანონმდებლო ორგანოსთან ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა.

„კარვების ქალაქს ვამაგრებთ. ყველა მომიტინგემ განგაშის სიგნალი გამოაცხადა. კიევის და მთლიანად უკრაინის მცხოვრებლებისთვის ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი პოროშენკოს თვალს ადევნებს, რომ უკმაყოფილოა და პოროშენკომ ვერ უნდა გაბედოს უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა და კარვების ქალაქის აღება,“- განაცხადა პარტია ”ახალ ძალთა მოძრაობის” წევრმა, ევგენი ლუკიანცევმა.

დღის ამბები