20 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
"საპროცესოზე ჯერჯერობით არ არის საუბარი"-ადვოკატმა ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ დილით გაჟღერებული ინფორმაცია უარყო

ბრალდებულ ზაზა ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატი დილით მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებს, აღარ ადასტურებს. ზაზა სანავა ამბობს, რომ ამ საკითხს დღეს არ განიხილავს და მთავარ პროკურატურაში პროცედურული საკითხებზე სასაუბროდ მივიდა.

„საპროცესოზე ჯერჯერობით არ არის საუბარი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, ბაქრაძეს აქვს თავის პოზიცია. ამ პოზიციასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე გვაქვს გაცვლა-გამოცვლა ინფორმაციის,“-განაცხადა ზაზა სანავამ და განმარტა, რომ შეხვედრა ბუტა რობაქიძის მშობლების თანდასწრებით არ იმართება მიუხედავად იმისა, რომ სოსო რობაქიძე მთავარ პროკურატურაში იგივე დროს დაიბარეს. 

ზაზა ბაქრაძე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ინტერპოლის მიერ 2013 წლიდან იძებნებოდა.  აღნიშნულ საქმეზე ბაქრაძეს ბრალი დაუსწრებლად 2013 წლის თებერვალში წაუყენეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ზაზა ბაქრაძემ მკვლელობის დღეს სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.

კიევიდან საქართველოში ჩამოსვლამდე ბაქრაძემ აღიარებითი ჩვენება ქართულ მედია-საშუალებებს ინტერვიუში მისცა და განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალდებებს ეთანხმება.

ის გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

დღის ამბები