25 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
ვინც ეს გააკეთა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს - ინაშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე

,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ინაშვილის განცხადებით, მათ არასოდეს შეუკავებიათ თავი იმის თქმისგან, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ესაუბროს.

,,რა თქმა უნდა ყველა დამნაშავე ვინც ამას აკეთებს უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. ეს ხალხი, ეს ძალები რომლებიც შეეხნენ ტატუნაშვილის სიცოცხლეს, ოთხოზორიას, შეეხებიან აფხაზის სიცოცხლესაც, ოსის სიცოცხლესაც.

ჩვენ არასოდეს უარგვიყვია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოვიდეს ერთხელ და სამუდამოდ ბოკერიების იდეოლოგიური წნეხიდან და უნდა იმოქმედოს თავისუფლად უნდა ელაპარაკოს პირდაპირი დიალოგის გზით ცხინვალს,“-აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღის ამბები