19 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა - ”გირჩი” რეფორმის წინააღმდეგ 

”გირჩი” სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის წინააღდეგ გამოდის და მსხვილ ბანკებს საჯარო დებატებში იწვევს.

”გირჩის” პოზიციით, საპენსიო რეფორმა მთავრობისა და მსხვილ ბანკებს შორის წინასწარ შეთანხმებული გარიგებაა, რომლის მიზანიც, მოსახლეობის ხარჯზე, საფინანსო სექტორის მილიარდობით ლარით უზრუნველყოფაა.

გირჩში” ამბობენ, რომ რეფორმის აბსურდულობა საერთაშორისო ორგანიზაციისათვის დაკვეთილმა კვლევამაც დაადასტურა, რომლის შედეგებს მთავრობა მალავდა.  

„ჩვენ გვინდა დღეს მივმართოთ ამ მსხვილი ბანკების მფლობელებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც საჯაროდ ლობირებდნენ ამ ინიციატივას. როდესაც თქვენ საუბრობთ სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემის სიკეთეებზე, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს არის აუცილებელი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის გრძელი ფულის შექმნის და ა.შ. სინამდვილეში, მთელი ეს ტერმინები და ეს საუბარი არის გაუთვითცნობიერებელი მოქალაქეებისთვის, თვალებში ნაცრის შეყრა და თქვენ, გამოძრავებთ ძალიან კონკრეტული, მრავალმილიარდიანი ფინანსური პირადი ინტერესი,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები