25 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
ძველ თბილისში საიუველირო მაღაზია დააყაჩაღეს 

ძველ თბილისში საიუველირო მაღაზია "MONTE" დააყაჩაღეს. შემთხვევა აბანოს ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც "რუსთავი2"-ს განუცხადეს, მაღაზიაში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. წაღებულია 15 ათასმდე  ლარის ღირებულების სამკაულები. 

„წაღებული არის ნივთები, ხელნაკეთები მინანქარში, საკმაოდ ძვირადღირებული, თითო ნაკეთის ღირებულება არის მინიმუმ 300 ლარი, წაღებულია 2-3 ვიტრინა,“ - განაცხადა ილონა მურატიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

დღის ამბები