20 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
კერძო საბავშვო ბაღის „ჭიამაიას“ აღსაზრდელის მშობელი, მასწავლებელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის გამო უჩივის

გლდანში, კერძო საბავშვო ბაღის „ჭიამაიას“ აღსაზრდელის მშობელი, მასწავლებელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის გამო უჩივის.

მშობელმა ბავშვზე ძალადობის დამადასტურებლად ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ჰკიდებს ხელს მასწავლებელი აღსაზრდელს თმაზე ხელს.

„თმების ძლიერი მოქაჩვით გაჰყავს ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე. იმ ხარისხიან ვიდეოში, რომელიც თვითონ პოლიციამ მოიძია და ამოიღო ბაღიდან, ნათლად ჩანს, რომ სამი მეტრი მაინც არის გათრეული თმებით,“ - განაცხადა ბავშვის დედამ, ქრისტინე მირზოიანმა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მასწავლებელს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები