18 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
„ქართული ოცნების“ დეპუტატს, თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. თემურ გორგაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არასაპატიმრო სასჯელს ან 15 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატის განცხადებით, გამოძიებას ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

თემურ გორგაძეს გამოძიება თაღლითობას ედავება. მაჟორიტარი დეპუტატი უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი დღის წინ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კვალიფიკაცია შეცვალა და დაკავებულს ბრალი დაუზუსტა.

გორგაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები