24 აპრილი 2024,   04:31
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - დეპუტატები ერთმანეთს ხელფასების მომატების საკითხზე დაუპირისპირდნენ

ხმაურის იყო ზუგდიდში საკრებულოს სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე ხელფასების მომატებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო. სხდომას ესწრებოდნენ გარემოვაჭრეები, რომლებიც შესაბამისი ფართის გამოყოფას ითხოვდნენ. 

პროტესტი გამოიწვია სოციალური უზრუნველყოფის საკითხის განხილვამ, თუმცა უმრავლესობასა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მთავარი საკითხი მაინც ხელფასები იყო.

"უარესი გჭირდათ გუშინ, დღეს კიდევ ჭკუა გეყოთ, რომ ხელფასები არ გამოიტანეთ დღეს,“-მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ანა წითლიძემ უმრავლესობის წევრს, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ წითლიძეს უპასუხა, რომ ხელფასებზე მითითება არასწორი იყო, რადგან თანამდებობრივი სარგო ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მიიღეს. 

"ქალბატონო ანა, ხელფასები თქვენც აიღეთ და თქვენი პარტიის წევრებმაც აიღეს, ვინც თანამდებობის პირს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე არ გინდათ, ამაზე მანიპულირება და ადმინისტრაციის ხელფასები არ არის კომისიის მუშაობაზე დამოკიდებული“- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ. 

დღის ამბები