20 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარქსიანს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.

მანამდე კი საქართველოს პრემიერმინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა. პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

„მოხარული ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ნამდვილად უმაღლეს ნიშნულზე იმყოფება,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

დღის ამბები