24 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
ფილმი "საზღვარი" - მსახიობების ნაწილი მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად გაერთიანდა

მსახიობების ნაწილი მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად გაერთიანდა. დრამას სახელად "საზღვარი" საერთაშორისო კინოფესტივალებზე შეაფასებენ.

ფილმის სცენარზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას ეძღვნება, მუშაობა უკვე დასრულებულია. ახლა რეჟისორი და პროდუსერების ჯგუფი დაფინანსების მოპოვებაზე მუშაობენ.

ფილმი ბაბუასა და ორი შვილიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ამბავი თანამედროვე საქართველოში ვითარდება და ძალიან ჰგავს იმ მოვლენებს, რაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს თავს ხშირად გადახდენიათ.

ფილმ "საზღვარს," რომლის მხარდასაჭერადაც მსახიობების დიდი ჯგუფი გაერთიანდა, ავტორები საერთაშორისო კინოფესტივალებზეც გააგზავნიან.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.

დღის ამბები