25 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
კიევში კარვების ქალაქი დაშალეს - დაკავებულები პეჩერსკის რაიონის პოლიციაში გადაიყვანეს

კიევში კარვების ქალაქი დაშალეს. შეტაკებები რადას შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველები კარვების ქალაქში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.

არეულობის დროს პოლიციამ ოპოზიციის 115 აქტივისტი დააკავა. ისინი პეჩერსკის რაიონის პოლიციაში არიან გადაყვანილები. არიან დაშავებულებიც. „წითელი ჯვრის" მონაცემებით, კარვების ქალაქის 19 მცხოვრები და 2 პოლიციელია დაშავებული.  

კიევის პოლიციის მტკიცებით, კარვების ქალაქის ჩხრეკისას მათ 10-მდე ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

კარვების ქალაქზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, უკრაინელმა მოქალაქეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება დაიწყეს.

„ეროვნულმა გვარდიამ ბანაკი ალყაში მოაქცია. ჩაკეტეს მიმდებარე ტერიტორია, მოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკა, რომლითაც ბარიკადების აღება დაიწყეს. სპეცრაზმელები ბანაკში ორი მხრიდან შემოვიდნენ და, დაახლოებით, 10 წუთში ყველა დააკავეს,“- განაცხადა რადას დეპუტატმა, ეგორ სობოლევმა.

ავტორი: ზურაბ ხვისტანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები