20 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
საერთაშორისო განათლების ამერიკულმა საბჭომ „ფლექსის“ პროგრამის 25 წლის იუბილე აღნიშნა

საერთაშორისო განათლების ამერიკულმა საბჭომ „ფლექსის“ პროგრამის 25 წლის იუბილე „ექსპო ჯორჯიაში“ აღნიშნა.

ღონისძიება აერთიანებდა პროგრამის კურსდამთავრებულებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

სტუდენტები, რომლებმაც „ფლექსის“ პროგრამა შეერთებულ შტატებში უკვე გაიარეს, თანატოლებს გამოცდილებას უზიარებდნენ.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დღის ამბები