24 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
EMC-ის ინიციატივით, პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეკრებას ადგილობრივები, უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ მისი შვილის დაღუპვიდან უკვე 45 დღე გავიდა და ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე არ არის.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

დღის ამბები