19 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
PR-ზე დახარჯული თანხები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოთხოვას სასამართლო წესით გეგმავს 

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ და თუ არ მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას, სასამართლოს წესით გამოვითხოვთ უკვე ამ ინფორმაციას,“ - ეს განცხადება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა ახალი კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოიკვლია, რომ მხოლოდ PR-ის სპეციალისტების ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში ხელისუფლებამ 50 მილიონ ლარამდე დახარჯა.

ეკა გიგაურის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციას მონაცემები არ გადმოუგზავნია.

„ამ კონკრეტულ მონაცემს, რომელიც შეეხება 2016 წელს, იცით, რომ ამ დროს საპარლამენტო არჩევნები იყო და როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მეტი ადამიანი დაესაქმებინა ამ კონკრეტულ საკითხზე,“ - განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, PR-ში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის მიუხედავად, მთავრობა მათი მუშაობით მაინც უკმაყოფილო არიან.

„აქედან იკვეთება ის, რომ რეალურად, ან უხარისხოდ ტარდება ეს სამუშაოები ან კიდევ, იმდენი კარგიც არ ხდება ამ ქვეყანაში, რომლის შესახებაც ინფორმაცია შეიძლება მივაწოდოთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები